თეგი: კონდოლიზა რაისი

კონდოლიზა რაისი ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან რუსეთის მიმართ საპასუხო ქმედებებსა და მიმდინარე კრიზისზე

The Wall Street Journal-ის ედიტორიალის მიხედვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს კრიზისი შეიქმნა, არის ის, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ადეკვატურად არ უპასუხა რუსეთის შეჭრას საქართველოში, რას იტყვით თქვენ ამასთან დაკავშირებით? ეს შეკითხვა დაუსვა CNN-ის წამყვანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს, რომელმაც 2008 წლის მოვლენები ამავე ტელეკომპანიის ეთერში გაიხსენა. უფრო კონკრეტულად, The Wall Street Journal-ის სარედაქციო წერილში აღნიშნულია, რომ დასავლეთის სუსტმა სანქციებმა 2008 წელს საქართველოსა და ყირიმში 2014 წელს, რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი წაახალისა, დაეჯერებინა, რომ ევროპას არ აქვს ნება, წინააღმდეგობა გაუწიოს რაიმე სერიოზულს.  „პირველ რიგში, ჩვენ ვცადეთ ამის თავიდან არიდება (რედ. საქართველოში რუსეთის შეჭრის). ვინც ოდესღაც გადაწყვიტა, რომ რუსი სამშვიდობოები ჩაეყენებინა აფხაზეთსა და (რედ. სამხრეთ) ოსეთში, როგორც ეუთოს სამშვიდობო ძალების ნაწილი, საშინელი შეცდომა დაუშვა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ვცადეთ... ვცადეთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან, იმჟამინდელ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, რომ მიგვეღწია რაიმე სახის შეთანხმებისთვის, რათა ტემპერატურა დაგვეწია. მახსოვს, სააკაშვილს ვუთხარი, რუსები ეცდებიან თქვენს პროვოცირებას, არ მისცე ამის საშუალება-მეთქი. და მართლაც, რუსებმა მოახდინეს მათი პროვოცირება და ომი დაიწყო. როდესაც ეს ხდებოდა, შეერთებული შტატები ძალიან რთულ პოზიციაში იყო. ჩვენ არ ვიყავით იმ პოზიციაში, რომ რუსეთთან ომში ჩავბმულიყავით საქართველოს გამო. ასე რომ, ჩვენ ვცადეთ, გაგვეძლიერებინა საქართველოს ძალები, – მათ ჰყავდათ ძალები ერაყში, ჩვენ ჩამოვიყვანეთ ისინი; გამოვიყენეთ გარკვეული წვრთნები შავ ზღვაში და მის გარშემო, რათა გვეჩვენებინა ჩვენი მხარდაჭერა ქართველების მიმართ. შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუსებს შესაძლოა, თბილისზეც (რედ. თბილისის აღებაზე) ეფიქრათ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა CNN-თან. აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიხსენა. კონდოლიზა რაისის თქმით, ომის დასრულების შესახებ, ლავროვმა სამი პირობა წამოაყენა: საქართველოს სამხედროები ყაზარმებში დაებრუნებინა  ხელი მოეწერა ძალის არგამოყენების ვალდებულებისთვის „შემდეგ მითხრა, ეს ჩვენ შორის დარჩესო: „მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს“. მე ვუპასუხე: სერგეი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი არ საუბრობენ დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გადაგდებაზე; ყველას ვეტყვი, რომ ეს არის შენი ერთ-ერთი პირობა“. მე ასეც გავაკეთე. ამის შემდეგ ჩემთან ასეთი ფორმით აღარ უსაუბრია. მაგრამ ვფიქრობ, ფაქტი, რომ მათ სურდათ საქართველოს მთავრობის დამხობა და ჩვენ ეს ფაქტი გავაშიშვლეთ, ძალიან მნიშნვლოვანია იმ ლიმიტის დასანახად, თუ რის გაკეთებას აპირებდნენ“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა. ამერიკელმა დიპლომატმა გაიხსენა  საფრანგეთის დახმარებით რუსეთთან მიღწეული შეთანხმება. შემდეგ აღნიშნა, რომ აშშ-მ საქართველოს მხარდასაჭერად მილიარდი დოლარი გამოყო. „ასევე, შეერთებულმა შტატებმა მიმართა სანქციების დაწესების მცდელობებს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ევროპელები იქ არ ყოფილან. ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, იმ მცირე რაოდენობით სანქციებმა, რაც ძალაში იყო, დაიწყო ეროზია, ალბათ, ურთიერთობის გადატვირთვის ფარგლებში, არავის ვადანაშაულებ...გადატვირთვა ალბათ კარგი მცდელობა იყო, იმის გათვალისწინებით, რომ მედვედევმა ჩაანაცვლა პუტინი – დროებით... მაგრამ მე ვფიქრობ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო. არ ვიცი, შეგვეძლო თუ  არა ბევრად მეტის გაკეთება უფრო ძლიერი ევროპული მხარდაჭერის გარეშე. ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველო გადარჩა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

კონდოლიზა რაისი: დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია

„ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მლებზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ, ის ფაქ­ტი, რომ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია“, - განაცხადა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა FOX NEWS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში. პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც მას არ გა­უ­კე­თე­ბია 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით სწრა­ფი იყო და აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს დი­ლით ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2008-ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა. რუ­სე­ბი პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ სურ­დათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ჩვენ არ გვქონ­და სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არამხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი ვერ მი­აღ­წია. პუ­ტი­ნის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ეს არის ის, რაც უკან და­ხე­ვას აი­ძუ­ლებს. ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის ჩუ­მად კე­თე­ბა და ამ მხრივ მი­ვე­სალ­მე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მოქ­ვეყნე­ბის ფაქ­ტებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას აკე­თებს პუ­ტი­ნი. ის ახლა ფიქ­რობს, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი მის გარ­შე­მო, ვინც ელა­პა­რა­კე­ბი­ან ამე­რი­კელს. მას ექ­ნე­ბა პა­რა­ნო­ია მის  გარემოცვასთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა.

დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი

მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ გეითსი Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში განიხილავენ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს და აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელ პირობებში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება დატოვებს რუსეთის ძალებს ძლიერ პოზიციაში, რათა განაახლონ შეჭრა, როდესაც ისინი მზად იქნებიან. ეს კი, რაისის და გეითსის თქმით, მიუღებელია.  „ერთადერთი გზა შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის, რათა თავიდან აიცილონ ასეთი სცენარი, არის ის, რომ სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო მარაგები და საკმარისად გაზარდონ მისი შესაძლებლობები, რათა უკრაინელებმა რუსეთის განახლებული შეტევის შეკავება და რუსული ძალების უკუგდება შეძლონ. კონგრესმა ასეთი გაძლიერებისთვის საკმარისი თანხა გამოყო. ახლა საჭიროა აშშ-ის და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს უკრაინელებისთვის საჭირო დამატებითი სამხედრო აღჭურვილობით მომარაგებას, განსაკუთრებით - მობილური ჯავშანმანქანებით. აშშ-ის გადაწყვეტილება ბრედლის ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ, მისასალმებელია, თუმცა დაგვიანებული. ვინაიდან არსებობს სერიოზული ლოგისტიკური პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აბრამსის ტიპის მძიმე ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით, გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა დააკმაყოფილონ ეს საჭიროება. NATO-ს წევრებმა ასევე უნდა მიაწოდონ უკრაინელებს უფრო შორი რადიუსის რაკეტები, მოწინავე დრონები, საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი მარაგი (არტილერიის ჭურვების ჩათვლით), დამატებითი სადაზვერვო და სათვალთვალო საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს შესაძლებლობები საჭიროა კვირებში და არა თვეებში. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ კონგრესში, შეგვახსენა უინსტონ ჩერჩილის მოწოდება 1941 წლის თებერვალში: „მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ დავასრულებთ საქმეს“. ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, თავიდან აიცილოს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირება. თუმცა შეგულიანებულმა პუტინმა შეიძლება, ეს არჩევანი არ დაგვიტოვოს. მომავალში რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილების გზაა, დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ და რომელიც აქტუალობას სძენს გადაუდებელ ქმედებებს, ვიდრე ძალიან არ დაგვიგვიანია“, - წერენ კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი.  

კონდოლიზა რაისი: შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია, აეღო თბილისი და დაემხო სააკაშვილი

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ჰუვერის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას გვერდით დგას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ამის მაგალითად რაისს მოჰყავს ის საჭიროება, რომლის განსაზღვრაც რამდენიმე თვის წინ რთული არ იქნებოდა, კერძოდ კი, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ აღეკვეთა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს მოუწოდებს, რომ წინმსწრებად იმოქმედოს და უკრაინას მისცეს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. „იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას". ის ასევე აღნიშნავს, რომ „აშშ-ის ინტერესებში შედის, რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს". შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის NATO-ს სამიტზე შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა თქვა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ალიანსს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა NATO-ს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც NATO-ს შეუძლია". კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ რუსეთის წინაააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი. „ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთვევაში. გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა. ნება მომეცით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას".

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო - კონდოლიზა რაისი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ჯერ კიდევ 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა დაწესებულიყო, თუმცა ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი, - ამის შესახებ ამერიკის ხმის უკრაინული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში კონდოლიზა რაისმა განაცხადა. უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც ისაუბრა. შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იყო დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ.  

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, კონდოლიზა რაისმა საქართველოს შესახებ ისაუბრა

The Brookings Institution-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველო. დისკუსიის მონაწილემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ საქართველოში არსებული სიტუაციის შეწუხებულია. „ჩვენ დავკარგეთ ფოკუსი საქართველოზე. თუ ისევ მივაპყრობთ საქართველოს ყურადღებას, ვფიქრობ, ვნახავთ ბევრ ახალგაზრდას, რომელთაც იმისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ, რაც დღეს არის საქართველოში. ძალიან ცოტა რამ გავაკეთეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პრესის თავისუფლების გამოწვევებთან დაკავშირებით. მინდა, საქართველო დაბრუნდეს შეერთებული შტატების დღის წესრიგში. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ 2008-2010 წლებში საქართველოში, თუმცა ეს მიღწევები შემობრუნდა და ამაზე უნდა ვიღელვოთ“, - განაცხადა კონდოლიზა რაისმა.  

კონდოლიზა რაისი: პუტინმა გააკეთა უკრაინაში ისეთი რაღაცები, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს საქართველოში

„ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რო­მლებზეც ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წი­ნა­აღ­მდეგ, ის ფაქ­ტი, რომ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ რუ­სულ მოქმედებს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მი­აღ­წია“, -ამის შესახებ  ამე­რი­კის შეერთებული შტა­ტე­ბის ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კონ­დო­ლი­ზა რაისმა  FOX NEWS-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.   „პუ­ტინ­მა გა­ა­კე­თა უკ­რა­ი­ნა­ში ისე­თი რა­ღა­ცე­ბი, რაც მას არ გაუკეთებია 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნია შე­და­რე­ბით სწრა­ფი იყო და აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ დღეს დი­ლით ვნა­ხე ფო­ტო­ე­ბი, რომელზე ქარ­თვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი პრო­ტეს­ტია ასა­ხუ­ლი ამ ომის წინააღმდეგ...   შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, 2008-ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ძალაუფლება და რუ­სე­ბი პი­რა­დად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მათ სურ­დათ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ჩა­მო­ცი­ლე­ბა და ვპა­სუ­ხობ­დი, რომ ჩვენ არ გვქონ­და სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გადაყენებასთან და­კავ­ში­რე­ბით.   ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არამხო­ლოდ გა­დარ­ჩა, არა­მედ დღეს ქარ­თვე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლად აპროტესტებენ რუ­სულ მოქ­მე­დე­ბებს, მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ შე­იძ­ლე­ბა, რუ­სეთ­მა თა­ვის მიზ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­შიც კი ვერ მი­აღ­წია.   პუ­ტი­ნის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ეს არის ის, რაც უკან და­ხე­ვას აი­ძუ­ლებს. ახლა ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლაფ­რის ჩუ­მად კე­თე­ბა და ამ მხრივ მი­ვე­სალ­მე­ბი აშშ-ის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მოქ­ვეყნე­ბის ფაქ­ტებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას აკე­თებს პუ­ტი­ნი. ის ახლა ფიქ­რობს, ვინ არი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი მის გარ­შე­მო, ვინც ელა­პა­რა­კე­ბი­ან ამე­რი­კელს. მას ექ­ნე­ბა პარანოია მის გარემოცვასთან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და კონ­დო­ლი­ზა რა­ის­მა.